ტურინის “იუვენტუსის” კაპიტან ჯანლუიჯი ბუფონს 40 წელი შეუსრულდა. ვეტერან კიპერს “კიევოსთან” მატჩში არ უთამაშია, მაგრამ სათადარიგო სკამზე საქმე მოსაწყენად ნამდვილად არ ჰქონია.
შეხვედრის დაწყებამდე ჯიჯის სკამზე სიურპრიზი დახვდა – ბავშვების წერილები, რომლითაც ჯიჯის იუბილე მიულოცეს...
შეგახსენებთ, რომ ბუფონმა 2 თვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ ტრავმა ახლახან მოიშუშა.