საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდადი და "ბილბაოს" მცველი ემერიკ ლაპორტე სამშაბათს, 30 იანვარს "მანჩესტერ სიტიში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-მა გაავრცელა.
მანჩესტერელები მცველის სანაცვლოდ 57 მილიონ გირვაქნა სტერლინგს გადაიხდიან და აღნიშნული ტრანსფერი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გახდება. აქამდე "ქალაქელებმა" ყველაზე მეტი 55 მილიონი გირვანქა სტერლინგი კევინ დე ბრუინში 2015 წელს გადაიხადეს.
ლაპორტე "ბილბაოს" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2012 წელს დააწინაურეს. მას შემდეგ ფეხბურთელმა 222 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. მცველის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.