ფეხბურთი

13:57 | 27.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" ქავთარაძე დაიმატა

გორის "დილამ" ნოდარ ქავთარაძე დაიმატა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 25 წლის ნახევარმცველმა გორელებთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ქავთარაძეს კარიერის განმავლობაში რუსეთის რამდენიმე კლუბში უთამაშია, საქართველოს ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონი კი თბილისის "ლოკომოტივში" გაატარა, რომლის რიგებში ჩატარებულ 31 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

0.11362