ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი დოჰიომ ისტორიულ შედეგთან, იმპერატორის თასის “ჰაცუ ბაშოს” მოგებასთან ძალიან ახლოსაა.
მე-13 ტურში ლევანმა მონღოლი მძიმეწონოსანი იჩინოჯი დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ გორგაძეს ორი ორთაბრძოლა დარჩა და ერთ-ერთის მოგების შემთხვევაში თასს დაისაკუთრებს.
ტოჩინოშინი მომდევნო შეხვედრაში იაპონელ შოჰოზანს დაუპირისპირდება და შესაძლოა იმპერატორის თასი ერთი ტურით ადრე გაინაღდოს. ურთიერთშეხვედრებში ქართველი იაპონელს 10:5-ს უგებს.