დიდი სლემის 23-გზის ჩემპიონი სერენა უილიამსი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დედა გახდა და ერთ წელია, რაც არ უთამაშია, კორტს თებერვალში დაუბრუნდება.
სერენა ამერიკის ნაკრებთან ერთად დევისის თასზე მიიღებს მონაწილეობას. ამერიკელები 11-12 თებერვალს ჰოლანდიის ნაკრებს გაეჯიბრებიან. ცნობილია, რომ ნაკრების შემადგენლობაში სერენას უფროსი და ვინუს უილიამსიც იქნება.