კალათბურთი

10:17 | 26.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას მე-1000 მატჩი ნბა-ში

ზაზა ფაჩულიამ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში საიუბილეო, მე-1000 მატჩი ჩაატარა. მისმა “გოლდენ სტეიტმა” კი შინ “მინესოტა ტიმბერვულვზი” 126:113 დაამარცხა.

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 16 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 9 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. ზაზამ 8-დან 4 ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო სროლა გამოიყენა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მეომრები” მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მთელი შეხვედრის განმავლობაში “მინესოტამ” ანარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხა.

კევინ დურანტმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 28 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა. “მინესოტაში” 31 ქულით და 11 მოხსნით კარლ ენტონი-თაუნსი გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტი” 39 მოგებით და 10 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

0.119877