ფეხბურთი

0:00 | 26.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” ნაჩო ხილი გაანათხოვრა

“ვალენსიამ” ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი ნაჩო ხილი “ლას პალმასში” გაანათხოვრა. “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელი “გრან კანარიაზე” მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

ნაჩო “ლოს ჩეს” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ძირითად გუნდში მიმდინარე სეზონში გამოჩნდა. მან “ვალენსიას” მაისურით 10-ჯერ ითამაშა (545 წუთი) და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ხილს “ღამურებთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.119152