ავსტრალისი ღია პირველობას ახალი გამარჯვებული ეყოლება. მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი სიმონა ჰალეპი დანიელ კაროლინა ვოზნიაცკის შეხვდება. ორივე ჩოგბურთელი დიდი სლემის ფინალში 2-2 ჯერ არის გასული და ორივეში დამარცხდნენ.
ნახევარფინალში ვოზნიაცკიმ მერტენსი 6:3, 7:6 დაამარცხა. სიმონა ჰალეპმა ანგელიკ კერბერთან მძიმე ბრძოლა გადაიტანა 6:3, 4:6, 9:7. მესამე სეტში 6:5-ზე კერბერის სასარგებლოდ, გერმანელს ორი მატჩ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ჰალეპმა ორივე გადაარჩინა და 8:7-ზე გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა.
ურთიერთშეხვედრებში ვოზნიაცკი ჰალეპს 4:2-ს უგებს. ფინალური შეხვედრა 27 იანვარს თბილისის დროით 12:30 საათზე გაიმართება.