ავსტრალიის ღია პირველობის პირველი ფინალისტი მარინ ჩილიჩი გახდა. ხორვატმა ნახევარფინალში ბრიტანელი კაელ ედმუნდი 6:2, 7:6, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.
პირველი და მესამე სეტი ხორვატმა მარტივად მოიგო. მეორე პარტიაში ბრიტანელმა წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ საბოლოოდ ტაი-ბრეიკზე 4:7 წააგო.
ჩილიჩი დიდი სლემის ფინალში მესამედ გავიდა. 2014 წელს ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, ხოლო 2017 წელს უიმბლდონის ფინალში როჯერ ფედერერთან დამარცხდა.
ფინალში ჩილიჩი ფედერერი-ჩონის გამარჯვებულს შეხვდება.