ტელესერიალების მსახიობი და ცნობილი ტელეწამყვანი, ანა-პაულა არაუხო რისი ბრაზილიელი იქნებოდა, ფეხბურთი ნამეტნავად რომ არ უყვარდეს. მაგრამ გარდა სიყვარულისა, ამ ქალს პროგნოზების გამოთქმაც იზიდავს და აკი აცხადებს კიდეც - რუსეთში ბრაზილია აუცილებლად იპირველებსო...
“ბრაზილიის ამჟამინდელი ნაკრები მსოფლიოში უდავოდ საუკეთესო გუნდია და წელს დარწმუნებული ვარ სწორედ ჩვენი გუნდი გახდება მსოფლიოს ჩემპიონი. წინა მუნდიალზე მე არ მქონდა ჩემპიონობის იმედი და სამწუხაროდ გამართლდა კიდეც ჩემი პროგნოზები, მაგრამ ახლა წარმატების მჯერა“ - ამბობს არაუხო, რომელიც შესაძლებელია თავადაც ჩავიდეს რუსეთში ბრაზილიის საქომაგოდ.
ანა-პაულა არაუხო ერთ დროს მოდელიც გახლდათ და ნიფხვისამარაც კოხტად პოზირებდა ფოტოკამერის წინ, მაგრამ ახლა ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის კარიერაც აკმაყოფილებს და როგორც ხედავთ, ფეხბურთის შესახებ აზრსაც კი ეკითხებიან. რამდენად დასაჯერია ამ ქალბატონის პროგნოზები - ამას წელს ზაფხულში გავიგებთ.