ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონში ლებრონ ჯეიმსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელიც 30 000-ქულიან ნიშნულს გადასცდა.
ლებრონი მეშვიდე კალათბურთელია, ვინც 30 000 ქულას გადაცდა. ის ახლა 33 წლისა და 24 დღის არის. კობი ბრაიანტმა იგივე შედეგი 34 წლის და 104 დღისამ დააფიქსირა.
ნბა-ს რეგულარული სეზონების საუკეთესო 10 მექულე
1. ქარიმ აბდულ-ჯაბარი - 38 387 ქულა
2. კარლ მელოუნი –36 928
3. კობი ბრაიანტი – 33 643
4. მაიკლ ჯორდანი – 32 292
5. უილტ ჩემბერლენი – 31 419
6. დირკ ნოვიცკი – 30 837
7. ლებრონ ჯეიმსი – 30 021
8. შაკილ ონილი – 28 596
9. მოზეს მელოუნი – 27 409
10. ელვის ჰეისი 27 313