ფეხბურთი

22:00 | 23.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელებმა მოლდოველებს აჯობეს

გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა 3:0 მოუგო მოლდოველ თანატოლებს. ეს ბელარუსში, “განვითარების თასის” ჯგუფის მეორე ტურში. ნემსაძის გუნდმა მანამდე ყაზახეთსაც მოუგო (3:2) და უკრაინასთან ერთად, 6 ქულა აქვს. ეგაა, ბურთების შეფარდება უკრაინას უკეთესი აქვს.

ჯგუფის ბოლო მატჩი: საქართველო-უკრაინა 25 იანვარს თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება მოლდოვასთან მატჩს, 24-ე წუთისთვის ქართველები 2:0-ს იგებდნენ. ჯერ ზურაბ დავითაშვილმა გაიტანა საჯარიმო დარტყმით, მერე კი ხვიჩა კვარაცხელიამ ინდივიდუალური მოქმედების შემდეგ კარგად დაარტყა და მეკარე უძლური გახდა. მესამე გოლი ისევ კვარაცხელიამ შეაგდო – დავითაშვილის გარღვევისა და პასის შემდეგ.

საქართველო-მოლდოვა 3:0

გოლები: 1:0 დავითაშვილი (14), 2:0 კვარაცხელია (24), 3:0 კვარაცხელია (60)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113155