მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელი ქეროლაინ ვოზნიაცკი კარიერაში მეორედ ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა (2011, 2018).
მეოთხედფინალში ქეროლაინმა ესპანელი კარლა სუარეს ნავარო 6:0, 6:7, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა.
ვოზნიაცკი ნახევარფინალში ბელგიელ ელის მერტენს შეხვდება, რომელთანაც ფავორიტად ითვლება. მერტენსს ტურნირზე ჯერჯერობით არც ერთი სეტი არ წაუგია. შეხვედრა 25 იანვარს თბილისის დროით 12:30 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში დანიელი ბელგიელს 1:0-ს უგებს.