“ნიუ ორლეანის” ცენტრმა დემარკუს კაზინსმა “ჩიკაგოსთან” (132:128) მოგებულ მატჩში ისტორიული სამმაგი დუბლი შეასრულა.
ბოლო 50 წლის განმავლობაში არც ერთ კალათბურთელს სამმაგი დუბლი 40 ქულაზე, 20 მოხსნაზე და 10 პასზე მეტით არ შეუსრულებია, დემარკუსმა კი 44 ქულა, 24 მოხსნა და 10 პასი მიითვალა (VIDEO).
1968 წელს საოცარი სამმაგი დუბლი უილტ ჩემბერლენმა გააკეთა - 53 ქულა, 32 მოხსნა და 14 პასი.