ფეხბურთი

23:00 | 23.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტ ჯორჯიამ” ვასაძე დაიბრუნა

თბილისის “ვიტ ჯორჯიას” მაისურს 28 წლის ნახევარმცველი გიორგი ვასაძე მოირგებს. ეს კლუბის საიტის ინფორმაციაა. ვასაძემ კარიერა სწორედ “ვიტ ჯორჯიაში” დაიწყო, ამ გუნდში 137 მატჩი აქვს გამართული და 7 გოლი აქვს გატანილი, აქედან სამი გოლი - ბოლნისის “სიონის”, ზუგდიდის “ბაიასა” და გორის “დილას” კარში გამარჯვების მომტანი გამოდგა. ინფო

“ვიტ ჯორჯიასთან” ერთად, მან 2009/2010 წლების სეზონში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი და სუპერთასი მოიგო. ვასაძე 18 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გიორგი კარიერის განმავლობაში უმაღლესი ლიგის გუნდებში, რუსთავის “მეტალურგში”, “ზესტაფონსა” და “სიონში” ასპარეზობდა. უკანასკნელი სეზონი მან ეროვნულ ლიგაში აღზევებული “რუსთავის” მაისურით ითამაშა, გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა - მონაწილეობა მიიღო 33 თამაშში და 3 გოლი გაიტანა.

მთლიანობაში, “ვიტ ჯორჯიამ” შემდეგი მოთამაშეები დაიმატა: გიორგი გეთიაშვილი (მცველი), ნოდარ კიკნაველიძე (მცველი), ლაშა ნიკოლეიშვილი (მცველი), ცოტნე მოსიაშვილი (ნახევარმცველი), გიორგი ვასაძე (ნახევარმცველი), თორნიკე მუზაშვილი (თავდამსხმელი).

0.162403