ფეხბურთი

16:47 | 23.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანტი კაზორლა 10 ოპერაციის შემდეგ

ლონდონის “არსენალის” ესპანელმა ნახევარმცველმა სანტი კაზორლამ უკვე 10 ოპერაცია გაიკეთა. მისი მყესი საშინელ მდგომარეობაში იყო. 33 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა.

კაზორლას 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია ოფიციალურ მატჩში.

“თუ ყველაფერი კარგად იქნება, 2019 წელს დავბრუნდები და ვითამაშებ” – ამბობს კაზორლა, რომელმაც ბოლო ოპერაცია ორი თვის წინ გაიკეთა.

სანტი კაზორლა ევროპის ორგზის ჩემპიონია.

0.116134