ფეხბურთი

12:19 | 23.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელთა სპარინგი თურქეთში

თურქეთში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფი საქართველოს 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები დღეს, ამხანაგურ მატჩს გამართავს. გია ცეცაძის შეგირდები ბელეკში აზერბაიჯანის ნაკრებს შეხვდებიან. თამაში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდს ავადმყოფობის გამო გიორგი კიკნაძე გამოაკლდა, დანარჩენები კი მწყობრში არიან.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მატჩისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: ლევან შოვნაძე (დინამო ბთ), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი);

მცველები: გურამ გიორბელიძე (სიონი), ლუკა გადრანი (ცხინვალი), დავით კობოური (დინამო თბ), აკაკი შულაია (დინამო თბ), გიორგი ახალაძე (სამტრედია), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), ირაკლი რუხაძე (თელავი), გაბრიელ საღრიშვილი (სამგურალი), პაატა ღუდუშაური (ვიტ ჯორჯია), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), გიორგი ხარებაშვილი (თელავი), ლუკა ნადირაძე (ოლიმპიკი, უკრაინა), ირაკლი კამლაძე (ვიტ ჯორჯია);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (რუსთავი), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).

0.123379