თამაშგარე

10:55 | 23.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკს მადრიდის “რეალი“ ძველებურად ჰყვარებია

ვინც გლამურულ ამბებში კარგადაა ჩახედული, მან აუცილებლად იცის, რომ მთელს მსოფლიოში ცნობილი რუსი მოდელი, ირინა შეიკი ის ქალი არაა, რომელიც სიტყვებს პოლიტიკური პარტიის ლოზუნგებივით ისვრის. ირინას ნათქვამის უკან, ყოველთვის სიმართლეა დაყუდებული.

შეიკის ქალმა სულ ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ მიუხედავად მისი ცხოვრების სულ სხვა გზაზე წასვლისა, იგი ძველებურად მადრიდის “რეალის“ გულშემატკივრად რჩება და მის ყოფილ გულისსწორს, პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს ურჩევს, რომ ამ კლუბს კარიერის ბოლომდე უერთგულოს.

კრიშტიანუ რონალდუ გაითვალისწინებს თუ არა ყოფილი სატრფოს რჩევებსა და შეგონებებს - ეს თავად მისი საქმეა, მაგრამ ირინა, რომელიც კრიშტიანუსთან განშორების შემდეგ “სანტიაგო ბერნაბეუზე“ სულ ერთხელ დალანდეს, მადრიდულ კლუბს ასე თუ ჩაეხუტებოდა - ბევრს ნამდვილად ვერ წარმოედგინა.

0.176801