ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. “ქალაქელების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი “ეტიჰად სთედიუმზე” 2023 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
“მე ნამდვილად ბედნიერი ვარ ახალი კონტრაქტის გაფორმებით. ადრეც ვთქვი, ჩემი მიზანი ყოველთვის “სიტიში” დარჩენა იყო, სადაც თავს ისე ვგრძობ, როგორც სახლში. ჩვენ მხოლოდ თამაშებს არ ვიგებთ, ჩვენ ვთამაშობთ დიდ ფეხბურთს. ეს არის სიამოვნების ნაწილი და მე ნამდვილად ვღელავ იმაზე, თუ რას შეიძლება მივაღწიოთ უახლოეს წლებში”, - განაცხადა ბელგიელმა მოთამაშემ.
შეგახსენებთ, რომ დე ბრუინი “სიტიში” 2015 წელს 75 მილიონ ევროდ “ვოლფსბურგიდან” გადავიდა. მან მანჩესტერული კლუბის მაისურით დღემდე 120-ჯერ ითამაშა და 31 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე 32 შეხვედრა ჩაატარა, მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო და 13-ჯერ გუნდელებს გაატანინა.