ფეხბურთი

23:10 | 22.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “არსენალმა” მხითარიანი დაიმატა

“არსენალმა” “მანჩესტერ იუნაიტედში” წასული ალექსის სანჩესის შემცვლელი უმალ მოძებნა და ახალი მოთამაშე სწორედ “წითელი ეშმაკებიდან” დაიმატა. სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი ლონდონური კლუბის ფეხბურთელია.

გარიგების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და “არსენალში” ვითამაშებ. ამ კლუბში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი, ახლა კი აქ ვარ და შევეცდები, რომ კლუბისთვის ყველაფერი საუკეთესო გავაკეთო”, - განაცხადა 29 წლის ფეხბურთლმა.

შეგახსენებთ, რომ მხითარიანი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2016 წელს “დორტმუნდიდან” გადავიდა და 63 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე სეზონში კი 22-ჯერ ითამაშა, 2 ბურთი შეაგდო და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.116402