ფეხბურთი

11:28 | 22.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიელი ნახევარმცველი გორის „დილაში“

გორის „დილამ“ 23 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი დაიმატა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ახალ სეზონში გორელთა რიგებში ითამაშებს ალვინ მატეუს ფორტესი, რომელიც ბოლოს ჩეხეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა.

ფორტესს კარიერის განმავლობაში სამშობლოში „ვაალვაიკში“ (10 მატჩი, 1 გოლი), ოსს-ში (15 მატჩი, 1 გოლი) და „ვიტესის“ მეორე გუნდში (13 მატჩი, 2 გოლი) უთამაშია. 5 მატჩი აქვს ჩატარებული თურქული „ბოლუსპორის“ მაისურით. ბოლო ერთი წელი კი „ზბროიოვკა ბრნოს“ ღირსებას იცავდა, რომლის რიგებში 12 თამაშში 1 გოლი გაიტანა. ეს გუნდი ამჟამად ჩეხეთის უმაღლეს დივიზიონში მე-12 ადგილზე იმყოფება.

0.126657