კალათბურთი

11:03 | 22.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 23 ქულა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება “გრან კანარიასთან”

გიორგი შერმადინის საუკეთესო მატჩი “უნიკახაში”. მალაგურ კლუბში გადასვლის შემდეგ ქართველმა ცეტრმა ყველაზე შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა. ეს ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში, უშუალო კონკურენტ “გრან კანარიასთან” მატჩი მოხდა და რაც მთავარია, უნიკახელებმა გამარჯვება მოახერხეს – 94:87.

შერმადინი სათადარიგო იყო, თუმცა მან მოედანზე მის საშუალო მაჩვენებელზე მეტი – 26 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 23 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 9-დან 7 ორქულიანი და 9-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) აღიარეს.

მალაგელებს “ბასკონიას” მსგავსად 10 მოგების წილ 7 მარცხი აქვთ და ცხრილშიც ამ მასთან 5-6 ადგილებს იყოფენ. მე-18 ტურის მატჩს “უნიკახა” 27 იანვარს, სტუმრად აუტსაიდერ “სან პაბლოსთან” გამართავს.

gbf.ge

0.11605