ფეხბურთი

18:43 | 21.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალომ” რუმინეთის გუნდს მოუგო

თურქულ შეკრებაზე მყოფმა “საბურთალომ” რუმინეთის მეთერთმეტეადგილოსან “კონკორდიას” მოუგო – 2:1. გუნდი მორიგ მატჩს 25 იანვარს გამართავს ასევე რუმინეთის “სეპსისთან”.

რაც შეეხება “კონკორდიასთან” მატჩს, ქართველები აგებდნენ და 82-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გაათანაბრა ანგარიში (პირველი მატჩი ახალ გუნდში,პირველი გოლი) , ხოლო ბოლოს ცოტნე ნადარაიამ მოაგებინა “საბურთალოს”.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდში ითამაშა ვაგნერ გონსალვეშმა, რომელიც შარშანაც გამოდიოდა “საბუღთალოში” და მერე ბელგიურ “სერკლ ბრიუგეში” გადავიდა. ასევე, დებიუტი ჰქონდა 2000 წელს დაბადებულ მცველ გიორგი ჯინჯოლავას, ხოლო სანდრო ალთუნაშვილი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მინდორს.

საბურთალო (პირველი ტაიმი): ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ლაკვეხელიანი, მამუჩაშვილი, გორგიაშვილი, ვაგნერი, გვარაძე, ვოლკოვი, კოხრეიძე.

მეორე ტაიმი: სომხიშვილი, ჩაბრაძე, ცნობილაძე, გრიგალაშვილი (ჯინჯოლავა 60), ნადარაია, ალთუნაშვილი, თარხნიშვილი, კოხრეიძე, მალი, ტატანაშვილი, ვოლკოვი.

0.115367