კალათბურთი

14:56 | 21.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“კლივლენდის” ანტი-რეკორდი

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა კლივლენდში, სადაც “კავალიერსი” “ოკლაჰომასთან” 124:148 დამარცხდა.

“კლივლენდმა” კლუბის ისტორიაში, რეგულარული სეზონის მატჩში, საკუთარ დარბაზში ყველაზე მეტი 148 ქულა გაუშვა. “კავალიერსი” ოთხმა კალათბურთელმა “დაბომბა”. რასელ უესტბრუკი – 23 ქულა, 20 პასი, 9 მოხსნა. ადამსი – 25 ქულა, კარმელო ენტონი – 29 ქულა, პოლ ჯორჯი – 36 ქულა. ლებრონ ჯეიმსს 18 ქულა ჰქონდა.

“კლივლენდმა” ბოლო 14 შეხვედრაში მხოლოდ ოთხი მოიგო. “კლივლენდი” 27 მოგებით და 18 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

0.122931