ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი ნეიმარი ლიგა 1-ის 22-ე ტურში "ლიონის" წინააღმდეგ ფეხის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
სამხრეთამერიკელმა 21-ე ტურში "დიჟონთან" მატჩში პოკერი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა. მიმდინარე სეზონში ნეიმარმა პსჟ-ს მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 24 გოლი და თანაგუნდელებს 16-ჯერ მისცა თავის გამოჩენის საშუალება.