ფეხბურთი

17:48 | 20.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ქერიკი კარიერას ასრულებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი მაიკლ ქერიკი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას დაასრულებს. აღნიშნულის შესახებ “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა.

პორტუგალიელმა ვეტერან ინგლისელს თავის სამწვრთნელო შტაბში დასაქმებაც შესთავაზა.

“მაიკლა კარიერის დასრულება გადაწყვიტა და ეს კარგია, როგორც მისთვის, ისე გუნდისთვის. მე მას ჩემს სამწვრთნელო შტაბში ვხედავ და თუ იდეას არ შეიცვლის, სიხარულით მივიღებ ჩემს ასისტენტად”, - განაცხადა მოურინიომ.

მაიკლ ქერიკი “იუნაიტედის” რიგებში 2006 წლიდან თამაშობს და დღემდე 460 მატჩში 24 გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე სეზონში ინგლისელი ხშირად ტრავმიანობს და ამიტომაც, ერთადერთხელ ითამაშა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ “მანჩესტერში” ერთადერთია, რომელმაც 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

ქერიკი მანამდე “ტოტენჰემის”, “ბირმინგემის”, “სუინდონისა” და “ვესტ ჰემის” რიგებში თამაშობდა. ინგლისის ნაკრებში კი, 2001-2015 წლებში 34-ჯერ ითამაშა.

0.113519