ჰენრიხ მხითარიანი “მანჩესტერ იუნაიტედში” თანაგუნდელებს დაემშვიდობა. როგორც MailOnline იტყობინება, სომეხი ნახევარმცველი ბოლო ვარჯიშის შემდეგ თანაგუნდელებს აცრემლებული გამოემშვიდობა.
რაც იმას ნიშნავს, რომ მხითარიანი ლონდონის “არსენალში” მიდის, ხოლო ალექსის სანჩესი – “მანჩესტერში”.
აქამდე ითქვა, რომ ჰენრიხმა “მეთოფეებთან” პირადი კონტრაქტი შეათანხმა. იგი “წითელ ეშმაკებში” კვირაში 140 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს, ხოლო ლონდონელთა რიგებში მისი ხელფასი კიდევ უფრო გაიზრდება. დიდი ალბათობით, “არსენალში” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.