ფეხბურთი

23:40 | 19.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულის” ქომაგმა შვილს საინტერესო სახელი დაარქვა

ნორვეგიელმა კენტ სოლჰეინმა, რომელიც “ლივერპულის” გულშემატკივარია, ახალშობილ ქალიშვილს საყვარელი გუნდის საპატივცემულოდ საინტერესო სახელი დაარქვა – იუნვა.

აღნიშნული სახელი “ლივერპულის” ცნობილი ჰიმნის “შენ არასოდეს იქნები მარტო” (You’ll Never Walk Alone) ინიციალებია. სინამდვილეში გოგონას, სრული სახელი იუნვა-სოფია გახლავთ. იგი 1 იანვარს დაიბადა 3 კგ და 900 გრამი.

“ზაფხულში გაირკვა, რომ გოგონა შეგვეძინებოდა. მე მთელი ცხოვრება “ლივერპულის” ქომაგი ვარ და ამიტომ შევარჩიე სახელი – იუნვა”, - განაცხადა კენტ სოლჰეინმა.

თეგებილივერპული
0.118761