საფეხბურთო კლუბი “გაგრა” გიორგი ტყეშელაშვილმა დატოვა. 32 წლის ცენტრალური მცველი მშობლიურ გუნდს ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ დაემშვიდობა.
ტყეშელაშვილი “გაგრას” ღირსებას 2004-2012 წლებში იცავდა და ევროსარბიელზეც ითამაშა გუნდთან ერთად. შემდეგ იყო ფოთის “კოლხეთსა” და ბათუმის “დინამოში”, ხოლო მცირე პაუზის მერე “გაგრაში” დაბრუნდა - 2016 წელს.
გასულ სეზონში გამოცდილმა მცველმა 12 თამაში ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია. ამჟამად ტყეშელაშვილი თავისუფალი აგენტია.