ბრაზილიის ნაკრების და 'ბარსელონას' ნახევარმცველი პაულინიო ტრავმირებულია. 29 წლის ფეხბურთელმა 'ესპანიოლთან' წაგებულ (0:1) მატჩში დაზიანება მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა გავრცელებული ცნობის თანახმად, ბრაზილიელ მოთამაშეს შესაძლოა, ფეხის ტრავმის გამო ერთი თვის გამოტოვება მოუწიოს.
პაულინიო 'ბარსელონას' მიმდინარე სეზონის დასაწყისში 40 მილიონ ევროდ შეუერთდა და 26 ჩატარებულ შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა.