გერმანიის ეროვნული ნაკრების, მიუნხენის "ბაიერნის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა "ჩიკაგოსთან" ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
გერმანელი MLS-ის გუნდს 2017 წლის 21 მარტს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გასულ სეზონში შვაინშტაიგერმა "ჩიკაგოს" მაისური 24-ჯერ მოირგო, გაიტანა 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამჟამად 33 წლის ბასტიანის სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონი ევროა.