კალათბურთი

12:17 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 6 ქულა და 5 მოხსნა ევროლიგაში

ევროლიგის მე-18 ტურში მალაგას “უნიკახა” მილანში, ადგილობრივ “არმანი ექსჩეინჯს” ესტუმრა და შინ დამარცხებული დაბრუნდა. იტალიელებმა 101:87 გაიმარჯვეს.

“უნიკახას” სასტარტო ხუთეულში ისევ ვერ მოხვდა გიორგი შერმადინი, რომელმაც საბოლოოდ მხოლოდ 12:56 წუთი ითამაშა. ხსენებულ დროში ქართველმა ცენტრმა 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

შერმადინმა 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. გიორგი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 7 შეადგინა.

“უნიკახას” 18 ტურში 7 მოგების წილ 11 მარცხი აქვს და მეათე ადგილზე იმყოფება. ანდალუზიელები მომდევნო ტურში 19 იანვარს, “რეალს” უმასპინძლებენ.

0.105149