ფეხბურთი

18:16 | 17.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ მცველი 12 თვით დასაჯეს

ინგლისის სასამართლომ „ლივერპულის“ მცველ ჯონ ფლენაგანის საქმესთან დაკავშირებით განაჩენი გამოაცხადა.

25 წლის ფეხბურთელმა იანვრის დასაწყისში აღიარა, რომ მეგობარ გოგონას - რეიჩელ უოლს თავს დაესხა. ფლენაგანმა რეიჩელს რამდენჯერმე დაარტყა, მათ შორის ფეხითაც და სხეულის დაზიანება მიაყენა. შედეგად, ჯონს 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

Sky Sports-ის ცნობით, სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა საჭიროდ აღარ მიიჩნია და ფეხბურთელს 12 თვით საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულება დაავალა, ასევე 40 საათით ანაზღაურების გარეშე მუშაობა.

0.068308