ფეხბურთი

19:49 | 17.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ვალენსია“ კანსელოს დაბრუნებას ცდილობს

„ვალენსია“ პორტუგალიელი ჟოაო კანსელოს, უკან დაბრუნებას ცდილობს. კანსელო ზაფხულიდან „ინტერშია“.

„ღამურების“ მწვრთნელი მარსელინო ამ საქმის მოგვარებას ზამთრის სატრანსფერო სეზონის დახურვამდე იმედოვნებს. თუ ასე მოხდა, ლუსიანო ვიეტოსა და ფრენსის კოკლენის შემდეგ, 23 წლის კანსელო იქნება მესამე ფეხბურთელი, ვინც „ვალენსიას“ იანვარში შეემატება.

კარგი ფეხბურთელია კანსელო, მარჯვენა მცველად და მარჯვენა გარემარბადაც შეუძლია თამაში. კარგი იყო „ვალენსიაში“, „აი, „ინტერში“ კი თამაში თითქმის არ უწევს.

0.13396