ჩოგბურთი

14:20 | 17.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაფას მეორე გამარჯვება

ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში რაფაელ ნადალმა არგენტინელი ლეონარდო მაიერი 6:3, 6:4, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 39 წუთს გაგრძელდა.

რაფამ 12-დან 3 ბრეიკი შეასრულა, ხოლო მაიერმა 5-დან ერთი. ნადალს 4 ეისი ჰქონდა. ესპანელი არგენტინელს ურთიერთშეხვედრებში 6:0-ს უგებს.

რაფაელი მომდევნო ეტაპზე ბოსნიელ დამირ ჯუმჰურს შეხვდება, მატჩი 19 იანვარს თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში რაფა 0:1-ს აგებს.

0.123437