ფეხბურთი

10:12 | 17.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რონალდინიო წავიდა...

ლეგენდარული რონალდინიო ფეხბურთიდან ოფიციალურად წავიდა. ამის შესახებ “გაუჩოს” ძმამ და ამავდროულად აგენტმა, რობერტო დე ასის მორეირამ ამცნო ფართო საზოგადოებას.

“რონალდინიო ფეხბურთს ტოვებს, ყველაფერი დასრულდა”, - უთხრა დე ასისმა O Globo-ს.

რონალდინიოს დიდებული კარიერა “გრემიოში” დაიწყო და იმთავითვე ნათელი გახდა, რომ მალე ევროპულ გრანდში აღმოჩნდებოდა. შემდეგ იყო პსჟ, “ბარსელონა”, “მილანი”, “ფლამენგო”, “ატლეტიკო მინეირო”, “კერეტარო” და “ფლუმინენსე”.

37 წლის ბრაზილიელის კარიერის საუკეთესო ხანა “ბარსელონას” უკავშირდება. 2003-2008 წლებში “კამპ ნოუზე” სამხრეთმაერიკელმა წარუშლელი კვალი დატოვა. 2006 წელს კი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

რაც შეეხება ბრაზილიის ნაკრებს – “დინიომ” 1999-2013 წლებში 97 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარში 33 გოლი გაიტანა. 2002 წელს “სელესაოსთან” ერთად მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

თეგებირონალდინიო
0.108323