ფეხბურთი

21:15 | 16.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძე “რიუ ავეში” წარადგინეს

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე კარიერას “რიუ ავეში” გააგრძელებს. WORLDSPORT.GE ამის შესახებ გუშინაც წერდა, თუმცა ამჯერად ტრანსფერი პორტუგალიურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მაკარიძე ახალ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. 27 წლის ქართველი ბოლოს “მორეირენსეში” თამაშობდა, რომლის რიგებშიც შარშან გამორჩეული იყო, მაგრამ მიმდინარე სეზონში პრეზიდენტთან კონფლიქტის გამო თამაში არ უწევდა.

“რიუ ავე” პორტუგალიის საგრეს ლიგაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. მასზე წინ მხოლოდ “ბრაგა”, “ბენფიკა”, “პორტუ” და “სპორტინგი” არიან.

0.115614