პორტუგალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრა “ეშტორილსა” და “პორტუს” შორის სტადიონის დანგრევის საფრთხის გამო ჩაიშალა.
პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ სტადიონის ტრიბუნაზე ბზარები გაჩნდა და უსაფრთხოების მიზნით გულშემატკივარებს ტერიტორია დაუყოვნებლივ დაატოვებინეს.
მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. როდის ითამაშებენ გუნდები დარჩენილ დროს, მოგვიანებით გამოცხადდება.