ჭადრაკი

13:25 | 16.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონები გამოვლინდნენ

საქართველოს ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის ჩემპიონის და პრიზორის თამარ ხმიადაშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონმა 7-დან 5 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ გიული ალიხანაშვილს. მესამე ადგილზე ასევე 4 ქულით და უარესი მაჩვენებლებით ციალა ქასოშვილი გავიდა.

I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მსოფლიოსა და ევროპის სენიორ ქალთა ჩემპიონატების საგზურით; საქართველოს ჩემპიონს ეძლევა საგზურის არჩევის უფლება.

ქალთა ასპარეზობის პარალელურად მიმდინარე ვაჟთა ჩემპიონატზეც ერთპიროვნულად გაიმარჯვა მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონმა სენიორთა შორის გიორგი ბაღათუროვმა. მის აქტივში 7-დან 6 ქულაა, 5,5 ქულით მეორეზე ივანე სიფრაშვილი გავიდა. 5-5 ქულით III-V ადგილები გაინაწილეს:

3. გიორგი გოგიჩაიშვილმა; 4.ავთანდილ გიორგაძემ; 5.ვარლამ ვეფხვიშვილმა.

gcf.org.ge

0.130736