ფეხბურთი

23:27 | 15.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სტოკ სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “სტოკ სიტის” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – პოლ ლამბერტი. როგორც ინგლისური გუნდის ვებგვერდი ოფიცუალურად იტყობინება, შოტლანდიელთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

“სტოკის” თავკაცის პოსტიდან 9 დღის წინ მარკ ჰიუზი წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. რაც შეეხება 48 წლის ლამბერტს, ბოლოს “ვულვერჰემპტონს” ავარჯიშებდა (გასულ სეზონში). იქამდე კი “ნორვიჩის”, “ასტონ ვილას”, “ბლექბერნის”, “კოლჩესტერის”, “უიკომბისა” და “ლივინგსტონის” მთავარი მწვრთნელი იყო.

“სტოკ სიტი” 22 მატჩში მოპოვებული 20 ქულით პრემიერლიგის გასავარდნ ზონაში იმყოფება.

0.118015