გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.
“ნიუ იორკი” შინ “ნიუ ორლეანს” დაუპირისპირდა. მესამე პერიოდის ბოლოს ნიუ იორკელები 14 ქულით იგებდნენ. “ნიუ იორკის” მაქსიმალური უპირატესობა 19 ქულაც იყო, თუმცა მეოთხე პერიოდში “ნიუ ორლეანმა” მეტოქეს პირწმინდად აჯობა და შეხვედრის ძირითადი დრო 109:109 დასრულდა. ოვერტაიმში კი ნიუ ორლეანელები უკეთ ისროდნენ, რის შედეგადაც “ნიუ იორკი” 118:123 დამარცხდა. ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა “ნიუ ორლეანის” ცენტრმა ენტონი დევისმა (48 ქულა, 17 მოხსნა). “ნიუ იორკში” პორზინგისი 25 ქულით გამოირჩა.
“ნიუ იორკი” – “ნიუ ორლეანი” 118:123 (29:13, 28:35, 39:34, 13:27 ო.ტ. 9:14)
https://www.youtube.com/watch?v=lohYwWtR71M
“ფინიქსი” – “ინდიანა” 97:120 (16:30, 28:34, 22:32, 31:24)
https://www.youtube.com/watch?v=4KRPKC2j3ds
“მინესოტა” – “პორტლენდი” 120:103 (31:33, 26:10, 34:31, 29:29)
https://www.youtube.com/watch?v=NXfLhe7xfpM