ფეხბურთი

20:15 | 14.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ზამთრის თასი”: 14-წლამდელებში “საბურთალო” გაჩემპიონდა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, “ზამთრის თასის” 14-წლამდელთა ფინალში “საბურთალომ” 4:2 მოუგო “დინამოს” და ჩემპიონი გახდა.

ფინალის გმირი გახდა ლუკა მამულაშვილი, რომელმაც ჰეთ-თრიქი მიითვალა, განსაკუთრებით ლამაზი კი ბოლო გოლი გამოდგა: გარძელი პასის შემდეგ, ერთ შეხებაში ნახევარმაკრატელა.

ლუკა ჩვენი კოლეგის, მერაბ მამულაშვილის ვაჟი გახლავთ და მერაბსაც ვულოცავთ!

ტურნირზე 16 გუნდი მონაწილეობდა. აქვე ვთქვათ, რომ ჩემპიონ “საბურთალოს” ბახვა ამბიძე წვრთნიდა.

0.135175