ფეხბურთი

19:28 | 14.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: “ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ”

შოთა არველაძემ თურქულ პრესასთან საუბარში თქვა, რომ მისი გაწვრთნილი ტაშკენტის “ფახთაქორი” წლეულს უზბეკეთის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, “ფახთაქორი” შარშან მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო შოთა ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად დაასახელეს.

არველაძეს ჰკითხეს, თუ ვის მიიჩნევს ფავორიტად თურქეთის სუპერლიგაში და ასეთად “ისთანბულსფორი” დაასახელა. ეს გუნდი ლიდერია და ერთი ქულით უსწრებს “გალათასარაის”.

რაც შეეხება ყოფილ გუნდს, “ტარბზონსფორს”, შოთამ განაცხადა, რომ მათ სტაბილურობა სჭირდებათ. “ტრაბზონსფორი” მეშვიდე ადგილზეა, თუმცა მეოთხეადგილოსანს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

“სტაბილურად თუ ითამაშებენ, წარმატებას მიაღწევენ”.

0.110656