ფეხბურთი

17:30 | 14.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფინალი: “ლოკომოტივი”-“შევარდენი”

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დილით გაიმართა “ზამთრის თასის” ნახევარფინალური მატჩები.

თბილისურ დერბიში “ლოკომოტივმა” 5:0 სძლია “ვიტ ჯორჯიას”, ხოლო “შევარდენმა” 5:2 აჯობა “ნორჩ დინამოს”. ასე რომ, ფინალში “ლოკო” და “შევარდენი” ითამაშებენ. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიც გადასცემს.

0.114847