"ბოლონიას" შემტევი სიმონე ვერდი კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. როგორც corrieredellosport-ი იუწყება, 25 წლის ფეხბურთელი ნეაპოლურ გუნდში, 16 იანვარს სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ტრანსფერი "ნაპოლის" 20 მილიონი ევრო დაუჯდება.
იტალიის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატმა მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 14 მილიონი ევროა.