ფეხბურთი

16:03 | 14.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალის" ისტორიული გამარჯვება მადრიდში

მადრიდის “რეალმა” ლა ლიგის მე-19 ტურში “ვილიარეალთან” (0:1) წააგო. ეს, “სამეფო კლუბისთვის” პირველი საშინაო მარცხი აღმოჩნდა “ყვითელ სუმბარინასთან”. აქამდე, “რეალს” “ვილიარეალი” “სანტიაგო ბენრაბუეზე” 12-ჯერ დაემარცხებინა, ხოლო 5 მატჩი ფრედ იყო დასრულებული.

ამრიგად, პაბლო ფორნალსის გოლით ხავი კალეხას გუნდმა ისტორიული გამარჯვება იზეიმა. აქვე გეტყვით, რომ 2009 წლის მაისის შემდეგ “სამეფო კლუბმა” ლა ლიგაში ზედიზედ ორი საშინაო შეხვედრა პირველად წააგო.

ზინედინ ზიდანის გუნდს ბოლო ხუთ თამაშში ერთი მოგება აქვს, ხოლო უკანასკნელ სამ მატჩში კინკილა ქულა მოიპოვა.

0.129345