აშშ-ს ეროვნული ნაკრების ყოფილი შემტევი ლენდონ დონოვანი ფეხბურთს დაუბრუნდა და მექსიკურ "ლეონთან" გააფორმა კონტრაქტი. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ტვიტერის ოფიციალურ გვერდმა გაავრცელა.
დონოვანმა კარიერა მეორედ განაახლა. პირველად ლენდონი გულშემატკივრებს 2015 წელს დაემშვიდობა, ხოლო 2016 წლის სექტემბერში კვლავ დაიწყო თამაში და "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" გააფორმა ხელშეკრულება. 4 თვეში კი ამერიკელი კვლავ წავიდა ფეხბურთიდან. აშშ-ს ნაკრების მაისურით ფეხბურთელმა 157 მატჩი ჩაატარა და 57 გოლი გაიტანა.