ფეხბურთი

17:58 | 13.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

რიბერის "ბაიერნიდან" წასვლა არ უნდა

ფრანკ რიბერის მიუნხენის “ბაიერნში” დარჩენა სურს. ამის შესახებ თავად 34 წლის ფეხბურთელმა განაცხადა. რიბერის, რომელსაც კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება ზაფხულში ეწურება, იმედი გამოთქვა, რომ მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

“იმედია, კონტრაქტს გავახანგრძლივებ. მინდა, რომ “ბაიერნში” რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე. აქ თამაში ყოველთვის მომწონდა და ამ გუნდში მუშაობა შესანიშნავია. გულშემატკივრებიც ფანტასტიკურები არიან”, - ციტირებს რიბერის სიტყვებს ZDF-ი.

ფრანკ რიბერი “ბაიერნში” 2007 წლიდან თამაშობს. ამ დრის განმავლობაში ფრანგმა “რეკორდმაისტერის” ღირსება 368-ჯერ დაიცვა და 113 გოლი გაიტანა.

0.126369