ფეხბურთი

13:00 | 13.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე - "ემპოლიდან" ისევ სერია B-ში?

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე შესაძლოა ახალ გუნდში ვიხილოთ. Empolichannel.it-ის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს სერია B-ს ბინადარი “კარპი” იჩენს.

თუმცა, ემილიელებს ერთი სერიოზული დაბრკოლება აქვთ – ლევანის ხშირი ტრავმები. ჩვენებურს “ემპოლისთან” მიმდინარე სეზონის ბოლოს ხელშეკრულება ეწურება და წყაროს ცნობით, ამ დრომდე კლუბის ხელმძღვანელობასთან მის გახანგრძლივებაზე საუბარი არ ყოფილა.

შესაბამისად, დიდი შანსია, რომ “კარპიმ” მჭედლიძე თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს, ოღონდ იქამდე, ტრავმა უნდა მოირჩინოს. ქართველი გასული წლის აპრილიდან მოყოლებული იძულებით უქმობს.

აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ იტალიური მედია დარწმუნებით წერდა, რომ მჭედლიძე “ემპოლის” დატოვების მთავარი კანდიდატი გახლდათ. გასულ სეზონში ლევანმა სერია A-ს 15 მატჩში 6 გოლი გაიტანა და მართლაც დასანანია, რომ "მილანთან" 23 აპრილს მიღებული ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებას ვერ ახერხებს.

0.136191