ფეხბურთი

12:04 | 13.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

90 წუთის გამო სასწორზე დადებული 20 მილიონი...

სიყვარული რას არ გაგაკეთებინებსო – ასე დაემართა რუსეთის ნაკრების ყოფილ ფორვარდ პაველ პოგრებნიაკს. მოსკოვის “დინამოს” 34 წლის ფებხურთელი ტურინის “იუვენტუსის” დიდი გულშემატკივარია და საყვარელი გუნდის თამაშზე რომ წასულიყო, ამისთვის “დინამოს” ოფიციალური შეხვედრა გააცდინა.

9 დეკემბერს, “იუვენტუსმა” “ინტერს” უმასპინძლა, ხოლო იმავე დღეს “დინამო” “ანჟის” უპირისპირდებოდა, თუმცა პოგრებნიაკის გარეშე. საქმე ისაა, რომ რუსი ფორვარდი იმ დღეს გაუჩინარდა და როგორც შემდგომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოდან გაირკვა, თურმე ტურინში მეგობრებთან ერთად წაბრძანებულა.

ახლა, ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და თუ ზემოხსენებული ამბავი ოფიციალურად დადასტურდა, მაშინ პაველს “დინამოს” დატოვება ანაც გვარიანი ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს - 20 მილიონი ევროს...

მიმდინარე სეზონში ვეტერანმა რუსმა ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა, ხოლო სხვა და სხვა დროს, “ზენიტში”, "ფულჰემში", “შტუტგარტსა” და “რედინგში” უთამაშია.

0.131688